სიმბოლიზმი
სიმბოლიზმი არის
მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა დასავლეთ ევროპის
ლიტერატურასა და
ხელოვნებაში XIX საუკუნის
დასასრულსა და
XX საუკუნის დასაწყისში. (საფრანგეთში — შარლ ბოდლერი, არტურ რემბო,
პოლ ვერლენი,
სტეფან მალარმე
და სხვა.
ბელგიაში — ემილ
ვერჰარნი, მორის
მეტერლინკი. გერმანიაში — გერჰარტ ჰაუპტმანი,
შტეფან გეორგე;
ინგლისში — ოსკარ
უაილდი, ელჯერნონ
ჩარლზ სუინბერნი;
ავსტრიაში — რაინერ
მარია რილკე;
რუსეთში — ალექსანდრე ბლოკი, კონსტანტინე ბალმონტი,
ვალერი ბრიუსოვი).
სიმბოლიზმი ერთგვარი
რეაქცია იყო
პარნასელთა პოეზიაზე.
მისთვის დამახასიათებელია კონკრეტული სახის
შეცვლა სიმბოლოთი,
ირეალური სინამდვილის ძიება, კამერულობა, მაქსიმალური ზრუნვა სიტყვაზე,
მუსიკალობის შექმნაზე.
სიმბოლიზმი იყო
სინამდვილისადმი ოპოზიციის
გამოხატვა. მისმა
საუკეთესო წარმომადგენლებმა დიდი ამაგი
დასდეს ლირიკული
აზროვნების განვითარებას.
საქართველოში სიმბოლიზმი ლიტერატურაში ჩამოყალიბდა XX საუკუნის 10-იან წლებში. 1915 წელს ქუთაისში შეიქმნა
სიმბოლისტთა ჯგუფი,
რომელმაც 1916 წელს
გამოსცა ჟურნალი
„ცისფერი ყანწები“,
„ცისფერყანწელების“ ჯგუფში შედიოდნენ
პაოლო იაშვილი,
ტიციან ტაბიძე,
ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე,
სანდრო ცირეკიძე,
კოლაუ ნადირაძე
და სხვა.
ქართველი სიმბოლისტები ცდილობდნენ პოეტური
ფორმის გადახალისებას, გამომსახველობით საშუალებათა გამდიდრებას, ამასთან კლასიკური
მემკვიდრეობის გამოყენებასაც. 1925 წლის შემდეგ
ქართული სიმბოლისტური სკოლა დაიშალა.
ფრანგული სიმბოლიზმი უმეტესწილად რეაქცია იყო ნატურალიზმისა და რეალიზმის წინააღმდეგ, რომელთა მიმდევრები ცდილობდნენ რეალობის ასახვას მისი პირდაპირი მნიშვნელობით. ამ პირდაპირმა, თითქმის სანიტარულმა მიმდინარეობებმა, გამოიწვია რეაქცია სპირიტუალობის, გამოგონილისა თუ ოცნებების წარმოსახვისკენ, რამაც დასაბამი მისცა სიმბოლიზმის აღმოცენებას. ზოგი ავტორი, როგორიცაა იორის-კარლ ჰუიზმანსი, შემოქმედებას იწყებს როგორც ნატურალისტი, თუმცა შემდგომში სიმბოლიზმისკენ იხრება; ჰუიზმანსში ეს ცვლილება გამოიხატა მის გამოცოცხლებულ ინტერესში რელიგიასა და სპირიტუალობისადმი.
სიმბოლისტურ მოძრაობას ლიტერატურაში ფესვები შარლ ბოდლერის პოემათა კრებულში „Les Fleurs du Mal“ (ბოროტების ყვავილები) აქვს. სიმბოლიზმის ესთეტიკა განავითარეს სტეფან მალარმემ და პოლ ვერლანმა 1860-70-იან წლებში. 1880-იანებში ეს ესთეტიკა გამოიხატა ერთგვარ მანიფესტთა სერიაში და მან მწერალთა მთელი თაობის ყურადღება მიიპყრო. ედგარ ალან პოს ნამუშევრები, რომლებიც ბოდლერმა ფრანგულად თარგმნა, დიდ გავლენას ახდენს მთლიანად ამ მიმდინარეობაზე და მნიშვნელოვანი წყარო ხდება მრავალი ტროპისა და პერსონაჟის შექმნაში.
ლიტერატურაში სიმბოლისტური მიმდინარეობისგან განსხვავებით, სიმბოლიზმი ხელოვნებაში წარმოადგენს რომანტიციზმის გაცილებით უფრო გოთური და ბნელი ექსპრესიიდან გადახრას; თუმცა სადაც რომანტიციზმი იმპულსური და მეამბოხე სულის გამოხატვა იყო, სიმბოლისტური ხელოვნება უფრო სტატიკური და რელიგიური გახდა.
სიმბოლისტმა რეჟისორებმა უარყვეს რეალისტური თეატრის ტრადიციები და დრამატურგია და სპექტაკლის იდეურ საფუძველს
დაუპირისპირეს რეჟისორისა და მხატვრის
დიქტატი; ისინი
ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ სცენაზე „პირობითი თეატრის“
იდეა („მოქმედება-სიმბოლო“), განეხორციელებინათ „მარიონეტების თეატრის“
პრინციპები.



Комментарии
Отправить комментарий