პირველი დღის (კვირის) რეფლექსია
3 მაისს ჩვენს კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ეკა ყურაშვილმა, დაიწყო პროექტი „რატომ ვიკვლევთ ქართველ სიმბოლისტთა შემოქმედებას?" მასწავლებელმა აგვიხსნა, რომ პროექტის ფარგლებში საფუძვლიანად შევისწავლით ქართველ ცისფერყანწელთა შემოქმედებას, განსაკუთრებით - დარიანული ციკლის ლექსებს. საკითხის უკეთ გასაგებად, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ქართველ სიმბოლისტთა ორდენის სულის ჩამდგმელის, პაოლო იაშვილის, ბიოგრაფია და შემოქმედებას, ასევე, ელენე ბაქრაძის შემოქედება. პროექტის ბოლოს უკვე შევძლებთ პასუხი გავცეთ კითხვას, რომელიც მრავალი მკვლევარის ინტერესის ობიექტია-ვინ არის დარიანული ციკლის ლექსების ავტორი, რომლის არნახული, შენიღბული, მისტიკური, რეალურად არსებული თუ არარსებული ავტორი, მაშინდელმა საზოგადოებამ „ამორალურად" მონათლა და შერისხა. პირველ დღეს, 3 მაისს, მასწავლებელმა დაგვყო ხუთ ხუთკაციან ჯგუფად. ჯგუფებს დაგვრიგა ბუკლეტები, რომელშიც მითითებული იყო ჩვენი პროექტის ძირითადი მიზნები და ამოცანები. გონებრივი იერიშის, ვენის დიაგრამისა და ცხრილის - ვ-მ...
Комментарии
Отправить комментарий