ქართველი სიმბოლისტები

                                                           ტიციან ტაბიძე  
 ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, ცისფერყანწეთა მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი,   დაიბადა 1895 წლის 2 აპრილს მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძის ოჯახში, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში. ტიციანის დედაელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე, ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა.
1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთანგალაკტიონთან ერთად. ტიციანი ერთი კლასით ჩამორჩებოდა გალაკტიონს. 1902-1903 სასწავლო წელს, გალაკტიონს არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიუღია არითმეტიკაში და მისთვის საშემოდგომო გამოცდა გამოუყოლებიათ, მაგრამ ეტყობა ვერც გამოცდაზე გამოამჟღავნა პოეტმა საგნის სასურველი ცოდნა და იგი დაუტოვებიათ იმავე კლასში. ტიციანმა კი, რომელიც თავის ბიძაშვილს მხოლოდ ერთი კლასით ჩამორჩებოდა, წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მომდევნო ჯგუფში გადავიდა. ასე რომ, 1903-1906 წლებში ტიციანი და გალაკტიონი თანაკლასელები ხდებიან და ერთად სწავლობენ.
1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიის დირექტორს, ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. მდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა.
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდაკოლხიდაში“, „სახალხო გაზეთში“, „ერში“, „თეატრსა და ცხოვრებაში“.        

                                                  ვალერიან გაფრინდაშვილი
პოეტმა დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი . იყო ცისფერყანწელების ერთ-ერთი ლიდერი. 1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, რედაქტორობდა ჟურნალ მეოცნებე ნიამორებს (1919—1924), წლების მანძილზე თავმჯდომარეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელობით სექციას და გაზეთ ზარია ვოსტოკას მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილებას. ლექსების წერა სტუდენტობიდან დაიწყო. წერდა რუსულ ენაზე. პირველი ქართული ლექსი 1915 წელს გამოაქვეყნა გაზეთ მეგობარში. მის შემოქმედებაში გამოვლინდა ქართული სიმბოლისტური პოეზიის იდეურ-თემატიკური და მხატვრული მოტივები. ლექსების პირველი კრებული 1919 წელს გამოსცა. ეს იყო ქართული სიმბოლისტური პოეზიის ყველაზე ტიპური ლექსების კრებული. 20-იანი წწ. დამდეგიდან პოეტის შემოქმედებაში დაიწყომიწასთან დაბრუნებისხანა, მან ახლებურად გაიაზრა პოეტური ხელოვნების პრინციპები. საგულისხმოა გაფრინდაშვილის წერილები შოთა რუსთაველზე, დავით გურამიშვილზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე. ქართულად თარგმნა ეჟენ პოტიეს, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, ჰაინრიხ ჰაინეს, ვიქტორ ჰიუგოს, ედგარ ალან პოს, ალექსანდრე პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, ვლადიმერ მაიაკოვსკის ნაწარმოებები. რუსულად თარგმნა და 1923 წელს ცალკე წიგნად გამოსცა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. თბილისში გამოიცა ვალერიან გაფრინდაშვილის კრებულები: „ლექსები“ (1926), „ლექსები“ (1937), „რჩეული“ (1956), ხოლო 1990 — კრებული, სადაც ლექსებთან ერთად შევიდა პოემა, თარგმანები, ესეები, წერილები მწერლის არქივიდან.
                                                       კოლაუ ნადირაძე
დაიბადა 1895წლის მარტს ქუთაის, იყო ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთა ორდენისწევრი.
სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. მოისმინა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი. პირველი ლექსიავზნიანი ქალაქიდაბეჭდა 1916 წელს ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“. პირველი წიგნი,ბალდახინი, გამოსცა 1919 წელს. საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ლექსიწიწამურიდან საგურამომდე“, რომელშიც მთელი ძალით გამოვლინდა კოლაუ ნადირაძის პოეტური ენერგია.
1985 წელს საუკენეს მიღწეული პოეტი გააკრიტიკეს პოეტურ კრებულში ლექსის, „25 თებერვალი 1921 წელს, დაბეჭდვის გამო, რომელსაც მკაცრიპარტიულიშეფასება მისცეს და მონათლესდიდი ოქტომბრის რევოლუციის შეურაცხყოფად“. ავტორია პოემებისა : „თვრამეტი წელი“, „ფრონტებზე“, „როალდ ამუნდსენ“, „რიონი-პორტი“, მოთხრობებისა და ნარკვევებისა, წერილებისა ქართველ, რუს, სომეხ მწერლებზე, მხატვრებზე, თეატრალურ მოღვაწეებზე. ნათარგმნი აქვს პუშკინის, ბუნინის, ბალმონტის, ბლოკის, ბოდლერის, ვერლენის, ისააკიანის ნაწარმოებები.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

                                                   შალვა აფხაიძე
დაიბადა 1894 წლის  20 ივლისს ძუყნურში, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში. იყო  ქართველი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე.
ადრე დაობლებული ბაბუამ გაზარდა. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ისმენდა ნიკო მარის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა გამოჩენილ მეცნიერთა ლექციებს. 1917 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაბრუნდა სამშობლოში. იმავე წლიდან იყოცისფერყანწელთალიტერატურული ჯგუფის აქტიური წევრი. მუშაობდა განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ ხელოვნების მთავარ კომიტეტში, გაზეთმუშისრედაქციაში, გამომცემლობატექნიკა და შრომაში“, იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მთავარი კონსულტანტი.
აფხაიძის პირველი კრიტიკული წერილი დაიბეჭდა 1914 წელს, პირველი ლექსი — 1917 (ქუთაისის გაზეთმეგობარი“), პირველი კრებულილექსები“ — 1941 წელს. მისი ნაწარმოებების შემდგომი კრებულებიდან აღსანიშნავიალექსები“ (1949), „ერთტომეული“ (1954), „გაზაფხულის მელოდიები“ (1957), „გაზაფხულის განთიადები“ (1963), „კრიტიკული წერილები“ (1959) და სხვა.
აფხაიძე ავტორია მონოგრაფიებისა ლიტერატურისა და ხელოვნების ქართული მოღვაწეთა შესახებ („ვერიკო ანჯაფარიძე“, 1956; „სანდრო ახმეტელი“, 1958; „აკაკი ხორავა“ 1962 და სხვა). მანვე შეადგინააფხაზური პოეზიის ანთოლოგია“ (1957), თარგმნა . გორკის, . ფურმანოვისა და სხათა ნაწარმოებები. დაჯილდოებულიასაპატიო ნიშნისორდენითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია  მისი მეუღლენინო ალექსანდრეს ასული თოიძე.
                                                          ნიკოლო მიწიშვილი
ნიკოლო მიწიშვილის ნამდვილი სახელი და გვარი ნიკოლოზ სირბილაძე.  დაიბადა 1896 წლის 8 ნოემბერს,  ჯვარისაში, ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტში. იყო ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთაწევრი.
1903 წელს, შვიდი წლის ასაკში, შეიყვანეს ქუთაისის სამოქალაქო სასწავლებელში, რომლის დამატებითი კლასის გავლის შემდეგ სწავლა გააგრძელა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. დაამთავრა ორწლიანი სამასწავლებლო კურსები. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვანის რაიონის სოფლებშიტობანიერსა და საჩინოში. თექვსმეტი წლის ჭაბუკმა, 1912 წელს, ჟურნალთეატრსა და ცხოვრებაშიპირველად გამოაქვეყნა ლექსიმთებში“. შემდეგ პერიოდულად იბეჭდებოდა მისი მინიატურები და სტატიები.
1917 წელს რედაქტორობდა ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა გაზეთსგოლოს სალდატა“. 1918 წელს ნიკოლო მიწიშვილი შეუერთდაცისფერყანწელთაორდენს და მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა. სისტემატურად თანამშრომლობდა სიმბოლისტთა ბეჭვდით ორგანოებთან („მეოცნებე ნიამორები“, „პოეზიის დღე“, „ბახტრიონი“, „ბარიკადი“, „რუბიკონი“). 1921 წელს, ნიკოლოს რედაქტორობით, თბილისში დაარსდა გაზეთიფიგარო“. იმავე წელს გამოიცა კრებულიპოეტი გრუზიი“, რომლის შემდგენელი და რედაქტორი მიწიშვილი იყო. 1922 წელს, თბილისში გამოიცა პოეტის პირველი წიგნიწმინდანიანი“. იმავე წელს ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა. მან რამდენიმე ხანი დაჰყო სტამბოლში, სადაც დაიბეჭდა მისი მეორე წიგნიშავი ვარსკვლავი
1922-25 წწ. ნიკოლო მიწიშვილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობაში იყო ჩაბმული. 1924 წელს მან პარიზში ჩამოაყალიბაქართველ ხელოვანთა კავშირი“, ნიკოლო მიწიშვილი პარიზში თანამშრომლობდა გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამომავალ გაზეთახალ საქართველოსთან“.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ნიკოლო მიწიშვილი აქტიურად მონაწილეობს ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იყო სახელმწიფო გამომცემლობის სამხატვრო განყოფილების ხელმძღვანელი, 1926-28 წწ. რედაქტორობდა მწერალთა კავშირის ჟურნალქართულ მწერლობას“, იყო ლიტფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი. ხელმძღვანელობდა სახელგამს.
საგამომცემლო საქმიანობისთვის გუნდში შემოიკრიბა საუკეთესო მხატვრები, მწერლები, სტილისტები, კორექტორები: მხატვარი ლადო გუდიაშვილი, გრაფიკოსი ლადო ქუთათელაძე, კორექტორი ალექსანდრე ლორდელი, ძველი სტამბის მუშა ასოთამწყობი, ალექსანდრე ყაზბეგის მეგობარი ლუარსაბ ხელაძე. მისი ინიციატივით შეიქმნა სახელგამთან არსებული სემინარი სტილისტებისთვის, რედაქტორებისთვის და კორექტორებისთვის, სადაც ლექციებს კითხულობდნენ არნოლდ ჩიქობავა, ვარლამ თოფურია და სხვები. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმდროინდელი ქართული გამომცემლობებისა და წიგნიერების განვითარების საქმეში.
უკანასკნელ წლებში რედაქტორობდაზარია ვოსტოკას“. ცდილობდა შუამავლის როლი ეთამაშა საბჭოთა ხელისუფლებასა და ქართულ ინტელიგენციას შორის.
1937 წლის 2 ივნისს ნიკოლო მიწიშვილი დააპატიმრეს, 13 ივლისს დახვრიტეს.
                                                     ალექსანდრე არსენიშვილი
ალექსანდრე (ალი) ილიას ძე არსენიშვილი დაიბადა  ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში 1939 წლის  14 ნოემბერს. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1913 წლიდან აქვეყნებდა ლიტერატურულ წერილებს რუსულსა და ქართულ პრესაში. 1918 წლიდანცისფერყანწელებსმიემხრო. 30-იანი წლების დასაწყისში არსენიშვილი მარქსისტულ-ლენინურ ესთეტიკურ პოზიციაზე დადგა. არსენიშვილის წერილებში, რომლებიც გამოირჩევა ერუდიციითა და ფაქიზი გემოვნებით, განხილულია ქართველი, რუსი და უცხოელი მწერლების შემოქმედება, ესთეტიკური საკითხები. არსენიშვილმა თარგმა . მერიმეს, . დრაიზერის და სხვა ნაწარმოებები.
მის სახელს უკავშირდება საქართველოში ანჩისხატის ეკლესიის გადარჩენა. იმ დღეს, როდესაც კომუნისტებს უნდა დაეწვათ ეკლესია, არსენიშვილი შევიდა შიგნით ერთი მატრასით, კარები ჩაკეტა შიგნიდან და ეკლესიაში მანამდე დარჩა, ვიდრე ადგილობრივ კომუნისტებს არ გადაათქმევინა ეკლესიის დაწვა.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
არსენიშვილმა თავის ახალგაზრდობაშივე ჩამოაყალიბა თბილისში მუზეუმი, სადაც ინახებოდა მაშინდელი ქართული კულტურის სხვადასხვა ექსპონატი.ილისი) — ქართველი კრიტიკოსი და მთარგმნელი.
                                                               სანდრო ცირეკიძე
დაიბადა ქალაქ ქუთაისში, 1894 წელს. იყო ქართველი პოეტი, „ცისფერყანწელთაწევრი. ქართული ლიტერატურით დაწყებით სასწავლებელშივე დაინტერესდა. მეექვსე კლასში თავის მეგობრებთან ერთად გამოსცა ხელნაწერი ჟურნალიჩონგური“. სკოლაში გადაწყვიტყვიტა ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარება, დაიწყო ლათინური ენის შესწავლა. 1912 წელს დაამთავრა სასწავლებლის სრული კურსი და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1914 წელს შეეყარა ტუბერკულიოზი და ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადავიდა კიევის უნივერსიტეტში, სწავლობდა ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მისი სადიპლომო გამოკვლევა იყო ბაგრატის ტაძარი. 1916 წელს დაუახლოვდაცისფერყანწელებს“.
20-იან წლებში ჩამოაყალიბა მწერალთა გართიანებამწერალთა საგამომცემლო კოოპერატივი“, ამავე პერიოდში დააარსა გამომცემლობაკირჩხიბი“, 1919 წელს შეადგინა "ახალი მწერლობის ანთოლოგია“, 1921 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნიმთვარეულები“, მცირე ხნით რედაქტორობდა ჟურნალმშვილდოსანს“, 1919 წელს თარგმნა და გამოსცა სტეფან მალარმესლექსები და პროზა“, ასევე თარგმნა შარლ ბოდლერის პოემები პროზად, ოსკარ უაილდის ზღაპრები.
გარდაიცვალა 1923 წელს, ზაფხულში. ცისფერყანწელების მიერ დაიკრძალა ვერის სასაფლაოზე.
                                                        გიორგი ლეონიძე
მისი მშობლები გამოჩენილი პიროვნებები იყვნენ: მამანიკო ლეონიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა - სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა - ზაქარია გულისაშვილი - ხალხოსანი მწერალი, „შაქროსფსევდონიმით იბეჭდებოდა.
1907 წელს . ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს  სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს "გვირგვინი" და "ფანდური", რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი "საფირონი". ლეონიძე  ძალზედ ეროვნული პოეტი იყო, მისმა  ადრინდელმა ლირიკულმა შედევრებმა („ნინოწმინდის ღამე“, „სიმღერა პირველი თოვლისა“, 1926; „მყვირალობა“, „ყივჩაღის პაემანი“, „ყივჩაღის რამე“, 1928; „ოლე“, 1931 და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში. ლეონიძის მოთხრობების წიგნმანატვრის ხემსრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგებიან. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული.ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, ძველი ხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად . ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. მისი დაარსებულია . ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, აგრეთვე ალმანახილიტერატურული მემკვიდრეობა“, რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებშილიტერატურული მატიანისრედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.
ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებითურთ გამოსცა მამუკა ბარათაშვილიჭაშნილი“ (1920), სულხან-საბა ორბელიანისსიბრძნე-სიცრუისა“ (1928), იოსებ თბილელისდიდმოურავიანი“ (1939) და სხვა. ლეონიძეს ეკუთვნის გამოკვლევებივეფხისტყაოსნის“, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, ალექსანდრე ყაზბეგის, ილია  ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვასილ ბარნოვისა და სხვათა შესახებ.
                                                          სერგო კლდიაშვილი
დაიბადა 1893 წლის 6 ოქტომბერს, ზედა სიმონეთი, ახლანდელ თერჯოლის მუნიციპალიტეტში. იყო ქართველი პოეტი, მწერალი, ნოველისტი. იყო ქართველი სიმბოლისტი. დაიბადა დავით კლდიაშვილის ოჯახში. 1913 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ მოუსწრო რევოლუციამ და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. მისი პირველი ლიტერატურული მინიატურა ჯერ კიდევ 1911 წელს გამოქვეყნდა გაზეთსინათლეში“. იგი ქართველ მწერალთა იმ თაობას ეკუთვნის, რომლებმაც დააარსესცისფერყანწელთალიტერატურული ორდენი და უძველესი ქართული ლიტერატურული ტრადიცია ახალი შინაარსითა და ფორმებით გაამდიდრეს.  მკითხველი დიდი ინტერესით შეხვდა მწერლის 2 რომანსფერფლსდამყუდრო სავანეს“. . კლდიაშვილის სახელს უშუალოდ დაუკავშირდა ქართული ნოველის შექმნა, იგი სამართლიანად ითვლება ამ ჟანრის ერთ-ერთ გამოჩენილ ოსტატად. მისი ნოველები და მინიატურბი — „ჭინკა ბიჭები“, „გორგასლის თასი“, „შემოდგომის წვიმა“, „ჯორდანო ბრუნო“, „სოფლის გზაზე საქართველოში“, „შორეული ციალი“, „სვანური მოთხრობებისმთელი ციკლი, სამართლიანად დამკვიდრდა ქართული ლიტერატურის ოქროს ფონდში.
განსაკუთრენბით უნდა აღინიშნოს სერგო კლდიაშვილის, როგორც დრამატურგის ღვაწლი. მისი პიესები,  „გმირთა თაობა“, „ირმის ხევი“, „დაბრუნება“, წარმატებით იდგმებოდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრების სცენაზე. მან დაგვიტოვა აგრეთვე საგულისხმო კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები ჩვენი ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების აქტუალურ საკითხებზე. ფასდაუდებელია მწერლის მოგონებები დავით კლდიაშვილზე, აკაკი წერეთელზე, ვაჟა-ფშაველაზე, პაოლო იაშვილზე, ტიციან ტაბიძეზე, ვალერიან გაფრინდაშვილსა და სხვებზე. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, სომხურ, უკრაინულ, პოლონურ და სხვა ენებზე. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნისორდენით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
                                                              შალვა კარმელი
შალვა კარმელი (გოგიაშვილი) დაიბადა 1899 წლის 19 იანვარს, ქუთაისი. იყო ქართვლი პოეტი, „ცისფერყანწელთაორდენის  წევრი.
შალვა კარმელის გიმნაზიაში სწავლის დროს შექმნილი ნაწარმოებები სასწაულებრივად გადაურჩა ხანძარს. შალვა გოგიაშვილმა ფსევდონიმად "კარმელი" აირჩია. კარმელი ბიბლიური მთაგრეხილია პალესტინაში და ქალაქი ხაიფა კარმელის მთის ძირში მდებარეობს. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს იეზუიტმა ბერებმა ამ მთაზე 1156 წელს დააარსეს მონასტერი და დასაბამი მისცეს "კარმელისტების" ორდენს. კარმელისტები ფეხშიშველნი დადიოდნენ, ქრისტესავით უქონელნი იყვნენ და მხოლოდ ღმერთს ემსახურებოდნენ. 1918-19 წლებში თბილისში ცხოვრობდა. 1920 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ცხოვრობდა ამჟამინდელ გრიბოედოვის ქუჩაზე, ტიციან ტაბიძის მახლობლად.1921 წელს შალვა კარმელი აირჩიეს სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის წევრად და ამავე წელს იგი ოფიციალურად შევიდაცისფერყანწელთა" ორდენში, როგორც ნამდვილი წევრი. იგი ყველაზე ახალგაზრდა იყო მათ შორის. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: "საქართველო", "სამშობლო", "მეოცნებე ნიამორები", "ბარიკადი" "რუბიკონი" და .. 1921 გამოვიდა შალვა კარმელის პირველი წიგნი "ბაბილონი", გამოსაცემად გამზადებული ჰქონდა ორი ახალი კრებული: "აპოკალიფსის ცხენები" და "თეთრი გიორგი", რომლებიც კარმელის გარდაცვალების შედეგად გამოუცემელი დარჩა და ინახებოდა რაჟდენ გვეტაძესთან. შალვა კარმელის ლექსების წიგნი საბჭოთა პერიოდში პირველად უნდა გამოსულიყო 1959 წელს, მაგრამ კომუნისტური იდეოლოგიის "ფხიზელმა" მუშაკებმა წიგნის ტირაჟი გაანადგურეს, როგორც იდეოლოგიურად მიუღებელი.1970 წელს, პოეტ ძმის ძალისხმევით, მაინც გამოვიდა შალვა კარმელის ლექსების მცირე კრებული. 1982 წელს, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორისა და საქართველოს მწერალთა კავშირის ხელმძღვანელობის დახმარებით, ხელმეორედ გამოვიდა შალვა კარმელის ლექსების წიგნი "ბაბილონი". კარმელს მკურნალობის კურსი ჩაუტარებია აბასთუმანში, რასაც ადასტურებს მის პირად არქივში არსებული სამედიცინო ცნობა, გაცემული აბასთუმნის საკურორტო მმართველობის მიერ 1922 წლის 10 სექტემბერს.1922 წლის 13 სექტემბერს შალვა აბასთუმნიდან დაბრუნდა  თბილისში, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობა საშუალებას არ აძლევდა, გაეგრძელებინა ლიტერატურული მოღვაწეობა.1923 წლის 19 იანვარს ენა ჩაუვარდა და 25 იანვარს, ღამის პირველ საათზე, გარდაიცვალა, სიკვდილის წინ შეძლო რამდენიმე სიტყვის თქმა, ისურვარომ მის დასაფლავებას დასწრებოდნენ მეგობრები ახალი მწერლთა კავშირიდან.



Комментарии

Популярные сообщения из этого блога

პირველი დღის (კვირის) რეფლექსია

მესამე დღის (კვირის) რეფლექსია

მეოთხე დღის (კვირის) რეფლექსია